Monday, April 14, 2014

სასწავლო პროექტი -''ცნობადი სახეები"

1. პროექტის  სახელწოდება:        ცნობადი  სახეები.
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:  მოსწავლეები მოიძიებენ  მეტ ინფორმაციას მათთვის საინტერესო  ცნობადი სახეების შესახებ.
3.  პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები გაერკვევიან , როგორ შეიძლება გახდნენ  ცნობილები და წარმატებულები, შეეცდებიან გაიხსენონ რა იციან ამ თემის გარშემო.
4.  პროექტის  მიზნები:   გაიუმჯობესონ უნარი თუ როგორ გამოიყენონ ისტ.საგაკვეთილო პროცესში, გაიგონ მეტი ადამიანების შესახებ.  გაიუმჯობესონ კითხვის და მოსმენის უნარ-ჩვევები.
5 . მონაწილეთა ასაკი:   14 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი.ფორმატი,მარკერი,პრინტერი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  ჯგუფებად დაყოფა, ცნობადი სახის შერჩევა, საკითხების ჩამოყალიბება , რის მიხედვითაც მოიძიებენ ინფორმაციას. მოსწავლეები შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდენენ ცნობადი სახეებისშესახებ სლაიდების მომზადებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
უცხ..III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზ სხვადასხვა
ტიპის პროექტის
(მაგ., თანაკლასელების
ნახატების/ნაკეთობების
გამოფენის მოწყობა;
სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს
სხვებისთვის გაცნობა და
სხვა) განხორციელება.

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ინგა  აფციაური
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ingaaptsiauri38@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


აღდგომის დღესასწაული

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა!!

გილოცავთ   ბზობას!!

გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!